top of page

           სამეგრელო–ზემო სვანეთი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამეგრელოს და ზემო სვანეთის ტერიტორიებს.

                                                                  სამეგრელო

სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონსცხენისწყალსენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისაიმერეთისა), XIII-XVსაუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.

დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობით, მისი საქართველოში მოღვაწეობისას (1627-1654 წწ), სამეგრელო ტერიტორია ვრცელდებოდა რიონიდან კოდორამდე.

                       

                                                                                        საზღვრები        

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება. ჩრდილო საზღვარი ჯერ მდინარე ენგურს ემთხვევა, მისი შესართავიდან სოფელ ფახულანამდე, შემდეგ მდინარე ერისწყლის აუზის გორაკ–ბორცვიან ზოლზე და ოხაჩქუეს მასივზე გაივლის. ამ მასივის ჩრდილოეთით სამეგრელოს საზღვრებში შემოდის მდინარე საკალმახოსბერზუგაბისჩხიანისგვალათონას, მანდიის და – ჭალეს (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზები, რომლებიც კოდორის ქედის თხემური ზოლის სამხრეთ კიდეზე აღმართულ აკიბას მასივის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობენ.

მდინარე მალთაყვას შესართავის შემდეგ საზღვარი მდინარე ენგურის ხეობის მარჯვენა ფერდობს მიუყვება და ადის ადიშის ქედის მთავარი წყალგამყოფის თხემზე, რომელიც თითქმის 50 კმ-ის სიგრძეზე (მთა დურისთავამდე) სამეგრელოს ტერიტორიას სვანეთისგან გამოყოფს. აქედან საზღვარი მდინარეების ტეხურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს მიუყვება, რომელიც ოდიშის ქედის სამხრეთ ფერდობის უკიდურეს აღმოსავლეთ კონტრფოსს წარმოადგენს. ამის შემდეგ საზღვარი ჯერ ასხის მასივის შემავალი გოდირაკილის ქედის თხემზე, შემდეგ მდინარეების აბაშისა და საწისკვილეს წყალგამყოფზე გადის. სოფ. ხიდიდან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს სამხრეთისაკენ მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირს მიუყვება. ამ მდინარის რიონთან შეერთების ადგილამდე. მდინარე ცხენისწყლის შესართავთან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს დასავლეთისაკენ და დაახლოებით 12 კმ მანძილზე მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირს გაუყვება, შემდეგ გადადის რიონის მარცხენა მხარეზე და მდინარე ფიჩორის კალაპოტს ემთხვევა, ამ უკანასკნელის პალიასტომისტბასათან შეერთებამდე.

                         მეურნეობა

სამეგრელოში განვითარებულია სოფლის მეურნეობა.სოფლად ჰყავთ ძროხა და კამეჩი, თხა და ღორი, ფრინველი და ფუტკარი.მარცვლეულიდანგავრცელებულია სიმინდი. ადგილობრივმა ნოტიო და თბილმა ჰავამ ხელი შეუწყო მეჩაიეობისა და მეხილეობის განვითარებას. დღეს უმსხვილესი სამრეწველო ობიექტია ენგურჰესი,რომელიც ქვეყანაში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

 

                                                                    ჰავა

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიასთან ერთად ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული. სამეგრელოს ვაკე–დაბობი და გორაკ–ბორცვიანი ზოლი გამოირჩევა ნოტიო თბილი ჰავით, უთოვლო ზამთრით და ცხელი ზაფხულით. მისი საშუალო და მაღალმთიანი ნაწილებისთვის კი დამახასიათებელი შესაბამისად, ზომიერად ცივი და ცივი ჰავა, თოვლიანი ზამთრით და ხანმოკლე ზაფხულით.

სამეგრელოს ჰავის წარმომქმნელი ფაქტორებიდან უპირველეს ყოვლისა გეოგრაფიული მდებარეობა უნდა აღინიშნოს. სამეგრელოს ტერიტორია საქართველოსთან ერთად სუბტროპიკული და ზომიერი სარტყლების საზღვარზე მდებარეობს, რის შედეგადაც მზის რადიაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. მზის ნათების ხანგრძლივობა სამეგრელოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში 1800–2200 საათში ფარგლებში მერყეობს. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია რეგიონის ვაკე ზღვისპირა ტერიტორიისათვის და ზღვიდან დაშორებისა და რელიეფის სიმაღლის ზრდასთან ერთად, შესაბამისაც კლებულობს, რასაც იმავე მიმართულებით ღრუბლიანობის მატებაც უწყობს ხელს.

სამეგრელოს ჰავის ხასიათზე დიდ გავლენას ახდესნს შავი ზღვის სიახლოვე. ზღვის ზედაპირზე წყლის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 9°-ზე დაბლა არ ეშვება, ზაფხულობით კი 24°–25°–ს აღმატება. თბილი ზღვის სიახლოვე ზღვისპირა ხმელეთის და თავად ზღვის ზედაპირის უთანაბრო გათბობა დღეღამისა და სეზონების მიხედვით, განაპირობებს ერთი მხრივ, ჰაერის მასების ბრიზულ და შედარებით სუსტად გამოხატულ მუსონურ ცირკულაციას და მეორე მხრივ, სითბურ გავლენას სამეგრელოსა და მთელი დასავლეთ საქართველოს ჰავაზე.

სამეგრელოს ჰავის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რელიეფს, კერძოდ, მის ჰიფსომეტრულ განვითარებას. სამეგრელოს ტერიტორია განფენილია ზღვის დონიდან 3200 –მდე, რაც განაპირობებს ჰაერის ტემპერატურის კლებას ადგილის სიმაღლის ზრდასთან ერთად. ასევე დიდი გავლენა აქვს სამეგრელოს ჰავაზე კავკასიონის განედურ გაჭიმულ მაღალ ქედს, რომელიც თავისებურ კლიმატურ ჯებირს წარმოადგენს. კავკასიონის ქედის გავლენით ჰაერის მასები ვერ იჭრებიან სამეგრელოსა და მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

              ბუნების საშიში მოვლენები

სამეგრელოს ტერიტორია, ისევე როგორც მთლიანად საქართველო, რთული ფიზიკურ–გეოგრაფიული პირობებით გამოირჩევა და მასთან დაკავშირებით პერიოდულად განიცდის ბუნების საშიში მოვლენების ზემოქმედებას. მიწისძვრები, დისკომფორტული ტემპერატურები და წაყინვები, ძლიერი ქარები და წყალდიდობებიგვალვები და ზედმეტად ჭარბი ნალექები, ღვარცოფები და ზვავები საგრძნობ მატერიალურ ზარალს იწვევს და საერთოდ უარყოფით ზეგავლენას ახდენს სახალხო მეურნეოის სხვადასხვა დარგების განვითარებასა და ფუნქციონირებაზე.

                                                              ზემო სვანეთი

მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. აღმოსავლეთით რაჭა ესაზღვრება, სამხრეთით — ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით —აფხაზეთი, ჩრდილოეთით — ყარაჩაი და ბალყარეთი. 3 000–5 000 მეტრისიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება. კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს. მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5 201 მ), თეთნულდი (4 974 მ), შოთა რუსთაველი (4 960 მ), უშბა (4 710 მ), აილამა (4 525 მ), ლალვერილაცგა და სხვა.

იყოფა ზემო (მდინარეების ენგურის ზემოწელი) და ქვემო სვანეთად ( ცხენისწყლის ზემოწელი). მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატპარის ზეკარით (უღელტეხილით). ზემო სვანეთს შეადგენს მდინარე ენგურის ხეობა, ენგურის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე. ზემო სვანეთი ბალის ქედით იყოფოდა ორ ნაწილად. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელი იყო, ბალს ზემო სვანეთი კი თავისუფალ სვანეთად იწოდებოდა.

                                                                                                  ეკონომიკა

სვანეთში სოფლის მეურნეობის მთავარი დარგები იყო მესაქონლეობა და მარცვლეულის მეურნეობა. სვანეთში სათიბები ირწყებოდა, რაც ზაფხულის განმავლობაში ბალახის ორჯერ მოთიბვის საშუალებას იძლეოდა. სვანები მატყლისგან ამზადებდნენ მამაკაცის ქუდებს, ნაბდებს. სვანური ქუდი ნაბდისგან მზადდება. ის ერთნაირად იცავს სიცხეშიც და სიცივეშიც. სვანური ქუდი, როგორც წესი, თეთრი ან რუხია. შავ ქუდს მხოლოდ მგლოვიარეები ატარებენ. ქუდი სადაა და მასზე აბრეშუმის სირმით და ბამბის ზონრით ჯვარია გამოსახული.

სვანებს ეკონომიკური კავშირები ჰქონდათ როგორც დანარჩენ საქართველოსთან, ასევე ჩრდილოეთით მცხოვრებ მთიელებთან. სვანებისთვის დამახასიათებელი იყო გარე სამუშაოზე სიარული. ასეთი ფაქტი დაფიქსირებულია ჯერ კიდევ 1503 წლის საბუთში. გარე სამუშაოზე სიარული სახნავ-სათესი მიწების სიმცირით იყო გამოწვეული და მას ადგილი ზამთრის პერიოდში ჰქონდა. გარე სამუშაოზე წასული სვანები მუშაობდნენ ხე-ტყის დამზადებაზე, ტყის გაჩეხვაზე, სამშენებლო მასალების ხერხვაზე, ბაღ-ვენახების დაბარვაზე, თხრილების გაჭრაზე და ა. შ. 1909 წელს 1646 პასპორტი გაუციათ გარე სამუშაოებზე გამსვლელთათვის.

                                                                            კულტურა და ტრადიციები

სვანეთი ქართული ეკლესია-მონასტრების განძთსაცავი იყო. სვანეთში ინახება ადიშის ოთხთავიXI საუკუნის ბოლოს კლარჯეთიდან წამოღებული ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ის გადაწერილია 897 წელს და უძველესი ქართული თარიღიანი სახარებაა. ასომთავრული ტექსტი ოქროსფერი მელნითაა ნაწერი. ადიშის ოთხთავი ამჟამად მესტიაშისვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშიადაცული.[2] სვანი ოსტატების მიერ დიდი რაოდენობითაა შექმნილი ოქრომჭედლობის, კედლის მხატვრობისა და ხეზე კვეთის ნიმუშები.

Contact
  • Black Facebook Icon
  • Black Twitter Icon
  • Black Instagram Icon
  • Black YouTube Icon

Thanks for submitting!

bottom of page