top of page

                           გურია

 საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული ეგრისის ნაწილი. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით. გურიის ისტორიული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი.ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, რომელიც ჰყოფდა სამეგრელოსგან, სამხრეთით ჭოროხით, სამხრეთ-აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა იმერეთი, ხოლო დასავლეთიდან შავი ზღვა. სამხრეთ-აღმოსავლეთით გურიას მცირე მონაკვეთზე ესაზღვრება ასევე სამცხე.

                                            გურიის საერისთავო

ფეოდალურ ხანაში გურია ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო. ერისთავები იყვნენ გურიელები, რომლებიც ვარდანისძეთა საგვარეულო შტოდან წარმოიშვნენ. გურიის პირველი ერისთავი ვარდან ვარდანისძეა. ის მოხსენიებულია ჯუმათის ასომთავრულ წარწერაში, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნით დაათარიღა გიორგი ჩუბინიშვილმა.[8]წარწერა წმინდა გიორგისადმი ვედრების ხასიათისაა. მავედრებელია გურიის ერისთავთ-ერისთავი: „ახოვანო მხედარო ქრისტესაო, შემწე ეყავ მონასა შენსა ერისთავთ-ერისთავსა ვარდან ვარდანიძესა ამინ“. გურიის ერისთავთ-ერისთავების რეზიდენცია ლიხაური იყო. შემორჩენილია ივანე ვარდანისძის, მარუშიან ვარდანისძის, ბეშქენ ვარდანისძის (გურიელის) და მისი ძის, მიქაელის სახელები. XIII-XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ერისთავთ-ერისთავები იყვნენ. ვარდანისძეებმა გურია საერისთაოდ მიიღეს 1361 წლის შემდეგ, როცა აჯანყებულ სვანთა ერისთავს ბაგრატ V-მ სვანეთი ჩამოართვა და გურია უბოძა. გურიის ერთ-ერთი პირველი ერისთავი უნდა ყოფილიყო სიმონ I გურიელი. ის გურიის ერისთავი იყო დაახლოებით XIV საუკუნის 60-იან წლებში. გურიელი პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილებია და ბერად აღკვეცილა. XV საუკუნეში გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს ინიციატივით დაარსდა შემოქმედის ეპარქია.სავარაუდოდ მათვე დააარსეს ჯუმათის საეპისკოპოსო და ხინოწმინდის საეპისკოპოსოგურიელების საგვარეულოს ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევა კახაბერ I გურიელი, რომელიც იწოდებოდა ერისთავთერისთავად და 1483 წელს გარდაიცვალა.

XIII-XV საუკუნეებში გურიას სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა ვენეციელი და გენუელი ვაჭრებთან. მათ ფაქტორიები ჰქონდათ გახსნილი ფოთსა და გურიელის სარეზიდენციო პუნქტ ბათუმში. ეს ურთიერთობები დასტურდება 1290, 1386-87, 1464 წლებით დათარიღებულ საბუთებში. ქ. კაფის სანოტარო აქტებში აღნუსხული სავაჭრო გარიგებების თანახმად გენუელებს გურიაში ჩაჰქონდათ თევზიქსოვილიმარილი, ხელოვნური ნაწარმი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისგან ყიდულობდნენ ცვილსტილოსღომს, ხე-ტყეს. 1444 წელს გურიელის გამგებლობაში მყოფ ბათუმის პორტთან გამოჩნდა ბურგუნდიელების ფლოტი ჟოფრუა დე ტუაზის სარდლობით ქალაქის გასაძარცვად, მაგრამ გურიელმა დაამარცხა ისინი და ბევრი მათგანი ჩაიგდო ტყვედ.

                                                                                           ეკონომიკა

1990 წლის შემდეგ კატასტროფულად დაეცა გურიის ეკონომიკა. განადგურდა რეგიონის წამყვანი დარგი მეჩაიეობა, შემცირდა ციტრუსების წარმოება და მოსახლეობის რაოდენობა.

გურიის მეურნეობის ძირითადი დარგები იყო მიწათმოქმედება, მევენახეობა, მეფუტკრეობა და მეაბრეშუმეობა. ღვინო, თაფლი და აბრეშუმის ნაწარმო ექსპორტის საგანს წარმოადგენდა. გურიაში სამეგრელოს მსგავსად მაღლარი ვაზი იყო გავრცელებული. გურიაში მრავალი ჯიშის ვაზი ხარობდა და ღვინო დიდი რაოდენობით გაჰქონდათ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით გურიაში „ღვინო კეთილი და შემრგო“ დგებოდა. უცხოელი მოგზაურები გურულ ღვინოს ბურგუნდიულ ღვინოს ადარებდნენ. 1850-იან წლებში გავრცელებულმა ვაზის დაავადებებმა ვენახები თითქმის გაანადგურა. დაავადებების გავრცელებას გურიის ზღვასთან სიახლოვე უწყობდა ხელს. ამის გამო 1870-იანი წლების ბოლოს კი დაავადებებისადმი გამძლე ჰიბრიდის, ადესად“ ცნობილი იზაბელას გაშენება დაიწყო, რომელმაც გურიაში არსებული ადგილობრივი ვაზის ჯიშები ჩაანაცვლა.

გავრცელებული მარცვლეული კულტურები იყო ღომი, რომელიც მოგვიანებით ჩაანაცვლა სიმინდმა, აგრეთვე პარკოსნები: ლობიოცერცვიხანჭკოლა. თესავდნენ სელს და ბამბას. 1900-იანი წლებიდან მხარის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა მეჩაიეობა. 1914 წელს აშენდა ჩაის პირველი გადამამუშავებელი ფაბრიკა. საბჭოთა პერიოდში მეჩაიეობა მონოკულტურად იქცა, რომელმაც მანამდე არსებული ყველა სხვა სასოფლო-სამეურნეო დარგი განდევნა. 1990-იანი წლებიდან მთავარ სასოფლო-სამეურნეო კულტურად იქცა თხილი.

გურიაში მესაქონლეობა დაქვემდებარებულ როლს თამაშობდა, თუმცა საკმაო რაოდენობით იყო ცხენი, ხარ-ძროხა, თხა, კამეჩი, შინაური ფრინველი და განსაკუთრებით მრავლად ჰყავდათ ღორი. იშვიათი იყო ცხვარი კლიმატური თავისებურების გამო. აჭარა-გურიის ქედის კალთები დაფარული იყო ტყეთა ტევრებით და ამ მზარის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა ნადირობა. ნადირობდნენ ირემზე, შველზე, არჩვზე, გარეულ ღორზე, დათვზე.

XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში გურიას სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა იმერეთთან და ახალციხის საფაშოსთან. გურიის მთისწინა სოფლებში მოსახლეობა მასობრივად ეწეოდა ხელოსნობას, ხის ჭურჭლისა და სხვა ნივთების დამზადებას. 1840-იანი წლებიდან ქალაქ ოზურგეთში ვითარდება მანუფაქტურა, აგურისა და თიხის წარმოება, მეთუნეობა, XIX საუკუნის მეორე ნახევარში მაღალ დონეზე იდგა არყის წარმოება, XIX საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ხე-ტყის დამზადებას.

                                                                                                  კულტურა

სიმღერა

გურიაში ტრადიციული ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა მღეროდნენ ოთხხმიან სიმღერა „ნადურსაც“. ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია. კრიმანჭული გაგრეხილ, დამანჭულ კრინს ნიშნავს. კრინი მამაკაცის ყველაზე მაღალი ხმაა. კრინს ევროპაში ფალტეცი, კრიმანჭულს კი იოდლი შეესაბამება. ხალხური გადმოცემით ამ ხმის არსებობას ბავშვებს უნდა ვუმადლოდეთ: თითქოსადა შებინდებისას უდაბურ ადგილას მარტო წასული ბავშვები თავის გასამხნევებლად და ავსულების დასაფრთხობად ასეთ ხმებს გამოსცემდნენ. კრიმანჭულს სამეგრელოსა და იმერეთშიც მღერიან. გურიასა და მთელს დასავლეთ საქართველოში გავრცელეული საკრავია ჩონგური. მას ოთხი სიმი აქვს. სიმები აბრეშუმისაა ამიტომ საკრავი ნაზ ხმას გამოსცემს. ჩონგურის თანხლებით სრულდება სახუმარო, სატრფიალო, შრომის თუ საწესო სიმღერები.

ცეკვები

ძველი გურული ცეკვებიდან ცნობილია: „ფარცაკუკუ″, „კალმახობა″, „ფოთლით ცეკვა″, „მოკვლა-გაცოცხლება″, „მიმიკით ცეკვა″, „ფერხული″, რომლებიც აღწერილი აქვს ცნობილ ეთნოგრაფს, აპ. წულაძეს, თავის წიგნში ″ეთნოგრაფიული გურია″. „ფარცაკუკუ″, რომელიც ხალხური შემოქმედების ღრმა წიაღიდან ამოიტანა საქართველოს სახალხო არტისტმა, გიორგი სალუქვაძემ, პირველად ნაჩვენები იქნა 1951 წელს. იგი ომში გამარჯვებული მხედრების მასობრივი ცეკვაა. სრულდება ქალებთან ერთად. გურიაში სამსართულიანი „ფარცაკუკუ″ სცოდნიათ. 1954 წელს გიორგი სალუქვაძემ აღადგინა „კალმახური″ (კალმახობა), რომელიც შრომითი ხასიათის, სარიტუალო ცეკვა იყო.

მეღვინეობა

გურიაში გავრცელებული იყო აბორიგენული ვაზის 50-ზე მეტი ჯიში. მათაგნ განსაკუთრებით ცნობილებია ჩხავერისაკმიელამტევანდიდიკამურისხილათუბანი, კაბისტონი, კლარჯული, ჯაინი (ჯანი), მტრედის-ფეხა, ორონაჭუმუტა. ოზურგეთის მაზრაში 1901 წელს 10 289 მეღვინე ირიცხებოდა. ვაზის დაავადებით, რომლებიც, 1853 წლიდან მძვინვარებდა, ბევრი ვენახი განადგურდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ვაზის ტრადიციული ჯიშები თანდათანა ოდესადან შეტანილმა „იზაბელამ“ (ე.წ. ადესა) განდევნა. „იზაბელა“ გურიაში თედორე ვორონცოვ-დაშკოვმა 1844-50 წლებში შეიტანა და მისი პირველი ნერგები დაირგო ოზურგეთის ბაღში დარგო.

ამჟამად ვაზის ძველი, ადგილობრივი ჯიშები თითქმის დავიწყებულია. დღევანდელ გურიაში გაბატონებულია დაბლარი ცოლიკოური და მაღლარი ადესა. გურიაში აღმოჩენილია ველური ვაზი მორცხულა, რომელსაც წვრილი, შავი მარცვლები და ღია ფერის თხელი, პატარა ფოთოლი აქვს. ის აქა-იქ მოიპოვება სურებისა და ნაბეღლავის ტყეებში. მევენახეობის უძველესი ტრადიციების დასტურია ტოპონიმები ბახვი, რომელის ღვინის ბერძნულ ღვთაება ბახუსსუკავშირდებდა და ასევე ვაზის გურული ღვთაება აგუნა. გურიაში გავრცელებული იყო მაღლარი ვაზი, რომელიც გაშვებული ჰქონდათ თხმელის ხეებზე. საწნახელს ამზადებდნენ ცაცხვის ხისგან. მას გამოთლიდნენ ტყეში და შემდეგ ხის მორებზე აგორებდნენ შესახილით „ელესა“. ამ რიტუალის გამოძახილია ხალხური სიმღერა ელესა.

ღვინის გარდა, ყურძნის პროდუქტებიდან აღსანიშნავია ძმარი, „ნადუღი ტკბილი“ (ბადაგი), „ჯანჯუხა“ (ჩურჩხელა), ტკბილისკვერი და ფელამუში. ჭაჭისგან თუ შუაღვინოს არ აყენებენ, ხდიან არაყს.გურია, განსაკუთრებით კი მისი მთიანი ნაწილი განთქმულია ე.წ. ,,სანთლის არყით“, რომელსაც თაფლის ფიჭისაგან აკეთებენ. მისგან ხდიან საუკეთესო სურნელის მქონე არაყს. გურიაში განსაკუთრებით ბევრს ხდიან ჭაჭის არაყს. სოფლებში თითქმის ყველა ოჯახში აქვთ საარყე ქვაბები.

ამჟამად გურიაში ღვინოს აწარმოებს კომპანიები „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „იბერიელი“, „არჩეული 1920“ და რამდენიმე საოჯახო მარანი.

Contact
  • Black Facebook Icon
  • Black Twitter Icon
  • Black Instagram Icon
  • Black YouTube Icon

Thanks for submitting!

bottom of page