top of page

                  კახეთი

კახეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთი ერთ-ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში.

კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას. კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერდი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი. თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.

                                                                                                   გეოგრაფია

კახეთს დასავლეთიდან ესაზღვრება ქართლი, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი დაღესტნიდან ჰყოფს. კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4°C, ხოლო ზაფხულში +23 — +25°C-ია. კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნოები, მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა 90-150 მ. ზღ. დ., ხოლო უმაღლესი თებულოს მთა — 4493 მ.

კახეთი დღეს მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდება გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრისა და ალაზნის ქვემო წელს შორის), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო).

სახელწოდება „კახეთი“ პირველად ძველ ქართულ საისტორიო წყაროში — „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში გვხვდება. ლეონტი მროველის თხზულებაში მოტანილი ლეგენდის თანახმად, ქართველთა წინაპარს ქართლოსს ხუთი შვილი — მცხეთოსიგარდაბოსიკახოსიკუხოსი და გაჩიოსი ჰყოლია. მამის გარდაცვალების შემდეგ შვილებს მისი სამფლობელო დაუნაწილებელიათ. კახოსს რგებია მიწა-წყალი „კავკასიასა და კახეთის მთას შორის, არაგვიდგან ვიდრე ტყე-ტბამდე, რომელ არს საზღვარი ჰერეთისა“. ისტორიული კახეთი თავისი არსებობის მანძილზე დღევანდელისაგან განსხვავებულ ტერიტორიას მოიცავდა. საკუთრივ კახეთის გარდა, მის შემადგენლობაში შედიოდა: კუხეთი, სამხრეთით — მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გარდაბნის ქვეყანა; ჩრდილოეთით ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, დურძუკეთი და ღლიღვეთი, ანუ კავკასიის მთიანეთი, რომელსაც ქართული წყაროებით „მთიულეთი კახეთისა“ ეწოდებოდა.

აღმოსავლეთიდან კახეთს ჰერეთის სამთავრო ესაზღვრებოდა. მათ შორის საზღვარი ვეჯინისა და გავაზის დასავლეთით, ალაზნის ველს მიუყვებოდა. დასავლეთით საზღვარი მდინარე ქსანზეგადიოდა, სამხრეთ-დასავლეთით კი — მდინარე მტკვარზე. ისტორიულ პროცესში კახეთი კულტურულად და პოლიტიკურად თანდათან ფარავს ჰერეთს. საერთოდ, როგორც ივანე ჯავახიშვილიაღნიშნავს — „ტერმინებს „კახეთს“, „კუხეთს“ და „ჰერეთს“ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად, „ქვეყანათა“ საზღვრებიც საკმაოდ ძნელი დასადგენი და არამყარია“.

კავკასიის გეოკლიმატური პირობები და მისი ბუნებრივი სიმდიდრე ათასწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა და არეგულირებდა აქ მთისა და ბარის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების ძირითად მიმართულებებს. ამ მატერიალურ ბაზაზე წარმოიშვა კავკასიაში (მათ შორის კახეთშიც) ერთიმეორესთან მრავალმხრივ დაკავშირებული, არქეოლოგიური კულტურები, ჩამოყალიბდა აქ მცხოვრებ ადამიანთა უნიკალური ყოფა-ცხოვრებითი ერთიანობა.

კახეთი მდიდარია როგორც მეტალურგიული წარმოებისათვის საჭირო ნედლეულით, ისე ნოყიერი ნიადაგებით, ნიადაგისეული საფარით — ტყის მასივებით, საძოვრებით და წყლის რესურსებით. ყოველივე ეს ზომიერ ჰავასთან ერთად, ადამიანის საცხოვრებლად და მისი სამეურნეო ცხოვრების განვითარებისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

როგორც ჩანს, კავკასიის ეს კუთხე ოდითგანვე გამოირჩეოდა ცხოვრებისათვის ხელსაყრელი პირობებით. ამის საუკეთესო მანიშნებელი უნდა იყოს კახეთის სხვადასხვა მხარეში, უფრო კი ივრის ხეობაში (ვაშლოვნის ნაკრძალიტარიბანას ველიდავითგარეჯის უდაბნოგომბორის ქედის სამხრეთი ფერდები), აღმოჩენილი განმარხებული ცხოველების ძვლები, რომელთა შორის ინდივიდების მთელი ჩონჩხებიც გვხვდება (სპილომარტორქა და სხვა.). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დავითგარეჯის უდაბნოში, ლავრის სამონასტრო კომპლექსის მახლობლად აღმოჩენილი პრიმატის კბილი, რომლის ასაკიც მეოტური პერიოდით განისაზღვრება.

ამ თვალსაზრისით ისიც მნიშვნელოვანია, რომ ვაშლოვნის ნაკრძალის ტერიტორიაზე მასიური ტყის სახით, ცოცხლად არის გადარჩენილი მილიონობით წლის წინანდელი ხის ჯიშები, რაც მსოფლიო მასშტაბით უნიკალური მოვლენაა.

                                                                                                ტრადიციები

კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.

კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზსთხილსქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.

დიპლიპიტო — დასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ან ხარის ფაშვია გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ. ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ.

 

 

 

                                                                                                 ეკონომიკა

ქართლისგან განსხვავებით კახეთში გვიან შუა საუკუნეებში მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილი სახნავ-სათესი მიწების საერთო-სასოფლო (თემური) მფლობელობა. კახეთი დაწინაურებული მეურნეობის ქვეყანა იყო. კახეთში განსაკუთრებით მაღალგანვითარებას მიაღწია მევენახეობა-მეღვინეობამ. დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებით გავრცელებულია რქაწითელიდა საფერავი, ასევე მანავის მწვანე. საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. მუშაობს ღვინის ტურიზმი. კახეთის ეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელია ისეთი ტკბილეული, როგორიცაა ჩურჩხელა და ფელამუში. კახეთში განსაკუთრებით განვითარებული იყო მესაქონლეობა. ამ მხრივ გამოირჩეოდა პანკისის ხეობა, რომელიც ცნობილი იყო თავისი მდიდარი ტყეებით, სადაც ღორისთვის მოიპოვებოდა უხვად საკვები. კახეთში მაღალ დონეზე იყო მეაბრეშუმეობაც.

კახეთის ტერიტორიაზე ექვსი დაცული ტერიტორიაა – ბაწარას, ბაბანეულის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ საოცარ ბუნების ძეგლებს სთავაზობს.

                                                                                                

Contact
  • Black Facebook Icon
  • Black Twitter Icon
  • Black Instagram Icon
  • Black YouTube Icon

Thanks for submitting!

bottom of page